კავშირის გასწორება bluetooth აუდიო მოწყობილობებთან და უსადენო ეკრანებთან windows 10-ში

კავშირის გასწორება Bluetooth აუდიო მოწყობილობებთან და უსადენო ეკრანებთან

Bluetooth აუდიო

თუ მოქმედებათა ცენტრში დაკავშირების ღილაკზე დაჭერით ვერ იპოვით თქვენს მოწყობილობას, სცადეთ შემდეგი:
დარწმუნდით რომ თქვენს Windows მოწყობილობას აქვს Bluetooth-ის მხარდაჭერა და იგი ჩართულია. მოქმედებათა ცენტრში დაინახავთ Bluetooth ღილაკს.


თუ ვერ ხედავთ Bluetooth ღილაკს, შეგიძლიათ, სცადოთ მოწყობილობის დრაივერის განახლება. ამის გასაკეთებლად: გახსენით დაწყება, შედით მოწყობილობათა მმართველში, აირჩიეთ შედეგების სიაში, შემდეგ მოწყობილობათა მმართველში მოძებნეთ თქვენი მოწყობილობა, მაუსის მარჯვენა ღილაკით დააწკაპუნეთ (ან ხანგრძლივად დააჭირეთ მას), აირჩიეთ დრაივერის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, აირჩიეთ ავტომატურად მოძებნეთ განახლებული დრაივერის პროგრამული უზრუნველყოფა, შემდეგ კი გაიარეთ დარჩენილი ეტაპები.
თუ Bluetooth ჩართულია და დრაივერი განახლებულია, მაგრამ თქვენი მოწყობილობა კვლავ არ მუშაობს, სცადეთ მოწყობილობის ამოშლა და თავიდან დაწყვილება. ამის გასაკეთებლად: გახსენით დაწყება, შედით მოწყობილობებში, აირჩიეთ Bluetooth, აირჩიეთ მოწყობილობა, აირჩიეთ მოწყობილობას ამოშლა, და შემდეგ ისევ სცადეთ დაწყვილება.
დარწმუნდით, რომ Bluetooth-ის მქონე აუდიო მოწყობილობა ჩართულია და მისი პოვნა შესაძლებელია. ამის შესრულების წესი იცვლება მოწყობილობების მიხედვით და, ამრიგად, უნდა შეამოწმოთ ინფორმაცია, რომელიც მოჰყვა თქვენს მოწყობილობას, ან გადადით მწარმოებლის ვებსაიტზე.

Miracast მოწყობილობები

თუ მოქმედებათა ცენტრში დაკავშირების ღილაკზე დაჭერით ვერ იპოვით თქვენს მოწყობილობას, სცადეთ შემდეგი:
დარწმუნდით რომ თქვენი Windows მოწყობილობას აქვს Miracast-ის მხარდაჭერა, რისთვისაც შეამოწმეთ ინფორმაცია, რომელიც მოჰყვა მას, ან გადადით მწარმოებლის ვებსაიტზე.
დარწმუნდით, რომ Wi-Fi ჩართულია.
დარწმუნდით, რომ ეკრანს, რომლის პროეცირებაც გსურთ, აქვს Miracast-ის მხარდაჭერა და იგი ჩართულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგჭირდებათ Miracast ადაპტერი (ე.წ. „დამხმარე მექანიზმი“), რომელიც უნდა მიუერთოთ HDMI პორტში.

WiGig მოწყობილობები

თუ მოქმედებათა ცენტრში დაკავშირების ღილაკზე დაჭერით ვერ იპოვით თქვენს მოწყობილობას, სცადეთ შემდეგი:
დარწმუნდით, რომ თქვენს Windows მოწყობილობას აქვს WiGig-ის მხარდაჭერა და იგი ჩართულია. თუ თქვენს კომპიუტერს აქვს WiGig-ის მხარდაჭერა, WiGig-ის ღილაკი ჩანს ადგილზე: პარამეტრები > თვითმფრინავის რეჟიმი.
დარწმუნდით, რომ ეკრანს აქვს WiGig-ის მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგჭირდებათ WiGig-ის ჩასამაგრებელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *